ფინანსური დარღვევები არ ყოფილა - სიტის ხელმძღვანელების დაპირება ფეხბურთელებს
Aa
Aa

ფინანსური დარღვევები არ ყოფილა - სიტის ხელმძღვანელების დაპირება ფეხბურთელებს

„მანჩესტერ სიტის“ ფინანსური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. გუშინ, ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ქალაქელების“ საქმეზე ვერდიქტს სპეციალურად შექმნილი კომისია გამოიტანს. ბრიტანულ პრესაში შესაძლო სანქციების შესახებ დაიწერა და ბევრი ვარიანტი გაჟღერდა, თუმცა მანჩესტერელები დარწმუნებული არიან, რომ საქმე აქამდე არ მივა.

The Athletic-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, „სიტის“ ხელმძღვანელები ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს კლუბის ბაზაზე შეხვდნენ. მათ ისინი დაარწმუნეს, რომ ფინანსურ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და დაჰპირდნენ, რომ სახელს აღიდგენენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ქალაქელებმა“ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი პრემიერ ლიგის ბრალდებებით გაოცებულია. მანჩესტერელები ამბობენ, რომ მათ ორგანიზაციას დიდი ოდენობის დოკუმენტები გადაუგზავნეს, რომლებშიც ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი.

სხვათა შორის, თუ ფინანსური დარღვევების დამტკიცება მოხდება, მანჩესტერული კლუბი შესაძლოა, პრემიერ ლიგიდან გააგდონ ან ქულები ჩამოაკლონ. ამასთან, არის შანსი, კომისიამ პრემიერ ლიგის ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცეს, რომ რამდენიმე მატჩის გადათამაშება მოხდეს და „ქალაქელებს“ კომპენსაციის გადახდა დაეკისროთ. Sky Sports-ის ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რომ კომისიამ რამდენიმე ფეხბურთელის რეგისტრაცია გააუქმოს ან კლუბს ახალი მოთამაშეების რეგისტრაციაზე უარი უთხრას.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს
„შექმნა შედევრი, რომლითაც ხელოვანიც იამაყებდა“ - Daily Mail-ი ხვიჩაზე წერს