მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ამიენი
Aa
Aa

გოლი და საგოლე პასი - მიქაუტაძემ ამიენთან გაიბრწყინა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „მეცი“ „ამიენს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. როგორც ყოველთვის, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, „მეცი“ უფრო აქტიურად ათამაშდა. 55-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად შეასრულა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ, მასპინძლები შედარებით გააქტიურდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მეტიც, გოლი აქეთ მიიღეს. ამჯერად, მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და თავის თანაგუნდელს არტურ ატას გაატანინა.

კარგი ამბავი ის არის, რომ „ჯვაროსნების“ შემტევი ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. გიორგიმ სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ კი „მეცი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე აღზევდა. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის კლუბი „კაენს“ უმასპინძლებს. მატჩი 13 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰარი კეინი - მანჩესტერის თავსატეხის ბოლო ნაწილი
ჰარი კეინი - მანჩესტერის თავსატეხის ბოლო ნაწილი