“დაგვეხმარეთ, რთულ სიტუაციაში ვართ“ - გალათასარაის ყოფილი ფეხბურთელის მიმართვა
დღეს, თურქეთში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 5 385 ადამიანი დაშავდა.
თურქეთიდან ყოველ წუთში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სულ ცოტა ხნის წინ კი შემზარავი კადრები გავრცელდა. თურქეთის ნაკრებისა და „გალათასარაის“ ყოფილი გოხან ზანი ტირის შველას ითხოვს.
„გარშემო არავინ არის ისეთი, ვინც დაგვეხმარება. გთხოვთ, იყავით ჩვენი ხმა. ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ.“