თელ ავივის გრანდ-სლემი - საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
პარიზის გრანდ-სლემი დასრულდა. ახლა კი თელ ავივის ჯერი დადგა, სადაც მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ქართველი ძიუდოისტებიც მიიღებენ.
დღეს ცნობილი გახდა, თუ რომელი ძიუდოისტები წარადგენენ საქართველოს.
ლუხუმ ჩხვიმიანი(60კგ), ვაჟა მარგველაშვილი(66კგ), ლაშა ნადირაძე(66კგ), მიხეილ ბახბახაშვილი(73კგ), ბექა ღვინიაშივლი(90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი(100კგ).
საინტერესოა, რომ პარიზის გრანდ-სლემზე მონაწილე ძიუდოისტებიდან თელ ავივში მხოლოდ ლიპარტელიანი იასპარეზებს.
ასევე გეტყვით, გასული წლის თელ ავივის გრანდ-სლემზე საქართველოს დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა. ოქროს გურამ თუშიშვილი და ილია სულამანიძე დაეუფლნენ, ხოლო ვერცხლს ეთერ ლიპარტელიანი.
მიმდინარე წლის თელ ავივის გრანდ-სლემი 16 თებერვალს დაიწყება და 18-ში დასრულდება.