მათეუსი: “ნოიერი ბაიერნის კაპიტნობის ღირსი აღარ არის“
რამდენიმე დღის წინ, „ბაიერნმა“ გუნდიდან მეკარეების მწვრთნელი ტონი ტაპალოვიჩი გაათავისუფლა, რომელიც მანუელ ნოიერის ახლო მეგობარი გახლავთ.
კლუბის ამ გადაწყვეტილებას, გერმანელ მეკარეს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და გუნდის ხელმძღვანელები ღიად გააკრიტიკა. მანუელის ამ საქციელს კი ლეგენდარული ლოთარ მათეუსი გამოეხმაურა.
რა თქვა მათეუსმა?
„მანუელ ნოიერი „ბაიერნის“ კაპიტნობის ღირსი აღარ არის. ის დაუფიქრებლად სრიალებდა თხილამურებით და ახლა არაავტორიზებულ ინტერვიუს იძლევა და გუნდის ხელმძღვანელობას თავს ესხმის. თვითონ არ თქვა რამდენიმე კვირის წინ, რომ გუნდზე მაღლა არავინ დგას?“
ცნობისთვის, ვეტერანმა მეკარემ თხილამურებით სრიალისას ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გამოტოვებს. „რეკორდმაისტერმა“ მის შემცვლელად გუნდში გამოცდილი იან ზომერი მოიყვანა.