ლონდონის ჩელსი, ტიაგო სილვა
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ტიაგო სილვას კონტრაქტს უხანგრძლივებენ

ლონდონის „ჩელსიში“ სელექციის კუთხით დიდი ცვლილებებია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „არისტოკრატებმა“ უამრავი ფეხბურთელი დაიმატეს. ზოგი კი წასასვლელად ემზადება.

ეს არ ეხება ტიაგო სილვას. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის და ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლურჯების“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას აპირებს.

ტოდ ბოელს სურს, რომ ვეტერანი უკანახაზელი ლონდონში 2024 წლამდე დარჩეს. რომანოს თქმით, მოლაპარაკება დაწყებულია და დიდი ალბათობით სილვა ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

„ჩელსიში“ თვლიან, რომ 38 წლის ცენტრალური მცველი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და გასახდელის ლიდერია. ასე, რომ მათ მოლაპარაკების დასრულდება სწრაფად სურთ.

შეგახსენებთ, რომ სილვა „არისტოკრატებს“ 2020 წელს „პარი სენ ჟერმენიდან“ შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, ვეტერანმა ფეხბურთელმა ლონდონელთა მაისური ყველა ტურნირზე ერთად 106-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთელი საფეხბურთო კლუბი ნანგრევების ქვეშაა - ორი მოჭიდავე გარდაიცვალა
მთელი საფეხბურთო კლუბი ნანგრევების ქვეშაა - ორი მოჭიდავე გარდაიცვალა