ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური მედია: “კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია“

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სპეცია“ 3:0 დაამარცხა. დიდებული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველი ფეხბურთელის ეს თამაში იტალიურ მედიას უყურადღებოდ არ დატოვა. Football Italia „ჯვაროსნების“ შემტევზე წერს:

„ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სხვა გუნდებთან განსხვავება. 21 წლის ქართველმა „სპეციას“ დამარცხებაში ცენტრალური როლი ითამაშა. კვარაცხელიას კარგი თამაში „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგების ფავორიტად აქცევს.“

La Gazzetta dello Sport:

„ჰაერიდან ბურთს ბრწყინვალედ ამუშავებს. გოლები, ასისტები.. არსებობს განცდა, რომ მას ქუდიდან კურდღლის ამოყვანა შეუძლია.“

TuttoSport:

„ორმაგი შვიდიანი ზურგზე, ოდნავ ჩამოწეული წინდები.. ის ნამდვილად ახალი ჯორჯ ბესტია.“

Corriere dello Sport:

„ის არის მზე და ჰაერი, ის არის წყალი და სინათლე. ფეხბურთი კი იძულებულია შეიყვაროს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდსმენია - Opta ქართველის ბრწყინვალე თამაშზე
მამარდა ლა ლიგის ამ სეზონის რეკორდსმენია - Opta ქართველის ბრწყინვალე თამაშზე