მეკარის გარდაცვალება არ დასტურდება - კრისტიან ატსუ ნანგრევებშია
ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, რომელიც „ჰატაისპორში“ თამაშობს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას ნანგრევებში მოყვა. ამ ეტაპზე მისი გამოყვანა ვერ ხერხდება. ატსუს მსგავსად ნანგრევებშია კლუბის სპორტული დირექტორი.
„იენი მალათიასპორის“ მეკარე აჰმეტ იუპ ტიურკასლანი ნანგრევებში მოყვა. თურქული GAzeteduvar-ის ინფორმაციით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ფეხბურთელი გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით კლუბის პრეზიდენტმა მეკარის გარდაცვალება უარყო, ფაქტი არ დადასტურდა.
„ჰატაისპორის“ ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე თავს კარგად გრძნობს. ასევე, კარგადაა „ანკარას“ ქართველი შემტევი გიორგი ბერიძე. მათთან მშვიდობაა.
„ჰათაისფორის“ ფეხბურთელი ბურაქ ოკსიუზი და კელი მალიჩი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. გარდა ამისა, მაშველებმა „ჰატაისპორის“ კიდევ ორი ფეხბურთელი გაიყვანეს სამშვიდობოს, თუმცა მათი გვარები ამ ეტაპზე უცნობია.
„ჰატაისპორის“ ქალთა გუნდის 14 წევრი ნანგრევებშია მოყოლილი.
შეგახსენებთ, თურქეთში 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდა ამისა, 5 385 ადამიანი დაშავდა.