გიორგი ნემსაძე, გევინ რაე
Aa
Aa

რაე: „ყველაზე სასიამოვნო ფეხბურთი ნემსაძესთან ერთად ვითამაშე“

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გევინ რაემ Football Scotland-ისთვის ყოფილი თანაგუნდელების საუკეთესო 11-ეული დაასახელა. მათ შორის გიორგი ნემსაძე მოხვდა, რომელიც „დანდიში“ რაესთან ერთად ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა.

აღნიშნულ 11-ეულში არაერთი ცნობილი ფეხბურთელია. მათ შორის არიან დევიდ მარშალი, ალან ჰატონი, დევიდ უეირი, ფრანკ დე ბური, მარკ კენედი, პოლ ლამბერტი, აარონ რემზი, კრეიგ ბელამი, რობი ფაულერი და კლაუდიო კანიჯა.

გევინ რაე: „იმ პერიოდის „დანდის“ ბევრი გარიგების მსგავსად ნემსაძის ტრანსფერიც ნაკლებად ცნობილი იყო. ასე თუ ისე მასზე ინფორმაცია გვქონდა, როგორც სხვა ახალწვეულებზე, მაგრამ მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა ერთმანეთს კარგად გავუგეთ.  ტექნიკური თვალსაზრისით ბრწყინვალე იყო! ნამდვილად, ძალიან კარგი. ყველაზე სასიამოვნო ფეხბურთი, რომელიც კარიერაში ოდესმე მითამაშია, ის ფეხბურთი იყო, რომელიც ჩვენ ორმა ნახევარდაცვის ცენტრში ვითამაშეთ“.

გიორგი ნემსაძე შოტლანდიურ ''დანდიში'' 2000-03 წლებში თამაშობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-კაპიტანი „დანდის“ დიდების დარბაზის წევრია. 2002-03 წლების სეზონში მისი გამარჯვების გოლით „დანდი“ შოტლანდიის თასის ფინალში გავიდა, სადაც შოთა არველაძის „რეინჯერსთან“ დამარცხდა.

მისი შოტლანდიური კარიერიდან რამდენიმე ეპიზოდია გამოსარჩევი. ერთ-ერთი დერბიში გატანილი გოლია. 2000 წლის 11 ნოემბერს, შოტლანდიის პრემიერლიგის მე-15 ტურში ''დანდიმ'' დერბიში, ''დანდი იუნაიტედი'' 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი კანიჯამ შეაგდო, მეორე გოლი არგენტინელის გადაცემის შემდეგ ნემსაძემ გაიტანა.

ამ გოლთან დაკავშირებით Evening telegraph-მა დაწერა: ''ქართველმა გენიოსმა '' ''ტანადაის პარკზე'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა. მან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ''დანდი იუნაიტედის'' მეკარე ალან კომბე გაშეშებული დატოვა. ნემსაძე გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო
მე-10 გოლი ამ სეზონში - ხვიჩას მაგარი მატჩი და ბრწყინვალე დუო