ილიას მწვრთნელი: „თოფურია ჰოლოუეის მოკლავს, მაქს შანსი არ აქვს“
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხავი კლიმენტმა ესპანელ ჟურნალისტს, ალვარო კოლმენეროს ინტერვიუ მისცა. კლიმენტმა „ელ მატადორის“ კრივზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მაქს ჰოლოუეის, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში საუკეთესო მოკრივედ ითვლება, მასთან შანსი არ აქვს.
„ილია თავდაუზოგავად შრომობს, მაგრამ სხვებისგან ის გამოარჩევს, რომ ძალიან ნიჭიერია. თოფურია შესანიშნავი კომბინაციებით გამოირჩევა და მის დარტყმებს თქვენი მოკვლა შეუძლია. ასეთი რამ არასდროს მინახავს. უნდა იგრძნოთ, რომ მიხვდეთ, რაზე ვსაუბრობ და ილია უბრალოდ ბრწყინვალეა. მძიმეწონოსან მოკრივეებსაც ვავარჯიშებ და შემიძლია, გითხრათ, რომ თოფურიას უფრო ძლიერი დარტყმა აქვს, ვიდრე მათ. სიძლიერის გარდა, ილია სისწრაფითაც გამოირჩევა და რომ მოისურვოს, თავისუფლად შეუძლია, პროფესიონალი მოკრივე გახდეს.
ჩემი აზრით, თოფურიას UFC-ში საუკეთესო კრივი აქვს და ვფიქრობ, ეს ეჭვქვეშაც არაა. მისი მაქსიმუმი ჯერ არ გვინახავს და რაც უფრო მაღალი დონის მეტოქე ეყოლება, საკუთარ შესაძლებლობებს უკეთ წარმოაჩენს. მაქს ჰოლოუეის რაც შეეხება, მას მატადორთან შანსი უბრალოდ არ ექნება. მინდა, ილია მას ეჩხუბოს, რადგან რეიტინგში თოფურიაზე მაღლა იმყოფება. ვფიქრობ, ჰოლოუეის კარგი კრივი აქვს და მსურს, ილიამ ყველას აჩვენოს, რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ, ილია მას მოკლავს“.
შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორს“ კარიერაში 13 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 13 მოგებაა.