ტატო გრიგალაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ბექა ღვინიაშვილი
Aa
Aa

ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტია - IJF-ის დაჯილდოება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, IJF JUDO AWARDS-ის ცერემონია გაიმართა და სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულების ვინაობა გაირკვა. IJF-მა ქართული ძიუდოს წარმომადგენლებიც გამოარჩია და ჯილდოები ლაშა გუჯეჯიანმა, ტატო გრიგალაშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა მიიღეს.

წლის საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი. ეს ჯილდო გადაეცემა ჯუდოკას უკან მდგომ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ჩრდილში იმყოფება, მაგრამ თავის შეგირდს ბიძგს აძლევს და ეხმარება, მიზნებს მიაღწიოს.

2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი. ამ ადამიანებმა გასაოცარი სული და სიამაყე აჩვენეს, რათა თავიანთი შედეგებით უმაღლეს მწვერვალზე ასულიყვნენ.

„მინდა, ძიუდოს ოჯახსა და ჩემს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მადლობა ამ ჯილდოსთვის. ძალიან ბედნიერი ვარ და დიდი მადლობა", - განაცხადა გრიგალაშვილმა.

2022 წლის საუკეთესო მომენტი - ტატო გრიგალაშვილი და მატიას კასი. ამ ჯილდოთი გამოარჩევენ მომენტს, რომელმაც ძიუდოს ოჯახის წევრების გულებში ცეცხლი გააღვივა. ესაა ჯილდო, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზობას, არამედ იმ ღირებულებებს გამოარჩევს, რომლებიც ძიუდოს განსაკუთრებულ სპორტად აქცევს.

2022 წლის საუკეთესო იპონი - ბექა ღვინიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca
„კვარა და ოსიმენი ნეაპოლს სკუდეტოსკენ მიუძღვებიან“ - Marca