ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ძალის, ელეგანტურობისა და სანახაობის სინთეზი - Gazzetta კვარა-ოსიმენის დუეტზე წერს

სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის 21-ე ტურში, „ნაპოლი“ „სპეციას“ დაუპირისპირდა. „პარტენოპეიმ“ 3:0 იმარჯვა და ხვიჩა კვარაცხელია გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა, ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი გაიფორმა. მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა შემტევ დუეტზე La Gazzetta dello Sport-მა დაწერა და განაცხადა, რომ ისინი ძალის, ელეგანტურობისა და სანახაობის სინთეზს წარმოადგენენ.

„მნიშვნელობა არ აქვს, ნაპოლი მარადონაზე თამაშობს თუ სტუმრად, ტრიბუნებზე ქართულ და ნიგერიულ დროშებს აუცილებლად შეხვდებით, რადგან პარტენოპეის შეტევაში მყოფ ამ ორ მოთამაშეს გუნდისთვის ოქროს ფასი აქვს. კიდევ ერთხელ, სპეციას წინააღმდეგ, ოსიმენმა და კვარაცხელიამ ლამაზი ფეხბურთი ბრწყინვალე სტილში დააგვირგვინეს და ისინი ძალის, ელეგანტურობისა და სანახაობის იდეალურ სინთეზს წარმოადგენენ.

ვიქტორმა დაიპყრო სიმაღლე, სადაც აფრენას მხოლოდ არწივები ბედავენ. ეს ისე გააკეთა, თითქოს მაიკლ ჯორდანი ყოფილიყო და გოლი გაიტანა. ვიღაცები ამბობენ, რომ მისმა ნახტომმა 2.68 მეტრს მიაღწია. ხვიჩას რაც შეეხება, მან თავისი ფეთქებადი და აკრობატული სპრინტები შემოგვთავაზა, თითქოს ალბერტო ტომბა (ცნობილი იტალიელი მოთხილამურე, რომელიც 1980-იან და 1990-იან წლებში დომინირებდა) ყოფილიყო და ბარიერებს გვერდს უვლიდეს, შემდეგ კი თავის მეგობარს წერილი გადააწოდა, რომლის შინაარსიც ასეთი იყო: „მიდი, გაიტანე. ვალს სხვა დროს დამიბრუნებ“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის 17 მატჩში, 8 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ხუთ შეხვედრაში, 2 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ასე რომ, მიმდინარე სეზონში ორივე ტურნირის გათვალისწინებით, მის აქტივში 10 გოლია. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია A-ში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარტინესის გოლით - მილანური დერბი ინტერმა მოიგო
მარტინესის გოლით - მილანური დერბი ინტერმა მოიგო