მიხეილ ერგემლიძე, აკადემია პანდევი, გორან პანდევი
Aa
Aa

მიხეილ ერგემლიძე გორან პანდევის გუნდში ითამაშებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ეგრემლიძე კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში, „აკადემია პანდევში“ გააგრძელებს. 23 წლის თავდამსხმელმა, რომლის სიმაღლე 192 სანტიმეტრია, ახალ კლუბთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში 12-გუნდი ასპარეზობს, „აკადემია პანდევი“ 12 ქულით მე-10 ადგილზეა. აღნიშნული კლუბის დამაარსებელი და მფლობელი ცნობილი ფეხბურთელი გორან პანდევია. 39 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერა გასულ წელს „პარმაში“ დაასრულა, კარიერის საუკეთესო წლებში „ლაციოში“, მილანის „ინტერსა“ და „ნაპოლიში“ ასპარეზობდა.

ერგემლიძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, 2017 წელს პირველ გუნდში დააწინაურეს, 2019 წელს საჩხერის „ჩიხურაში“ ითამაშა, 2020 წელს „გაგრაში“ თამაშობდა, 2021 წელს თურქეთის უმაღლესი ლიგის „ადანა დემირსფორში“ ირიცხებოდა, თუმცა არ უთამაშია.

2021-22 წლების სეზონი აზერბაიჯანულ „საბაჰში“ გაატარა, 12 მატჩში გოლი არ გაუტანია, თუმცა ძირითადად შეცვლებზე გამოდიოდა. 2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში აზერბაიჯანულ „ქიაფაზში“ 17 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა