მილანი, ინტერი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

მარტინესის გოლით - მილანური დერბი ინტერმა მოიგო

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში გულშემატკივარმა „დერბი დე ლა მადონინა“ იხილა. „ინტერმა“ ნომინალური მასპინძლის სტატუსით „ჯუზეპე მეაცაზე“ „მილანს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

მცირე სხვაობის მიუხედავად, სიმონე ინძაგის გუნდს გაცილებით მაღალი ანგარიშის დაფიქსირებაც შეეძლო, თუმცა საკმაოდ ბევრი რეალური საგოლე ეპიზოდი გაანიავეს.

„როსონერის“ კარში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჰაკან ჩალჰანოღლუს მიერ ჩაწოდებული გადაცემა გამოიყენა და თურქმაც ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საგოლე გადაცემა ჩაიწერა.

საგულისხმოა, რომ სტეფანო პიოლის გუნდს ზედიზედ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, აქედან ზედიზედ მესამე შეხვედრაში კი „მილანი“ ქულის მოპოვებასაც ვერ ახერხებს. გუნდის რთული მგომარეობა აისახა სატურნირო ცხრილზეც და ახლა „როსონერი“ უკვე ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის. პიოლის გუნდს 21 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება, ინტერი კი 43 ქულით მეორე პოზიციაზე აღზევდა და „ნაპოლისთან“ სხვაობა 13-ქულამდე შეამცირა.

„მილანი“ მომდევნო ტურში 10 თებერვალს „ტორინოს“ უმასპინძლებს, „ინტერი“ კი 13 თებერვალს „სამპდორიას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს
„ნამდვილი ჯადოქარია“ - როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს