დალას მავერიქსი, ლუკა დონჩიჩი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

ირვინგი და დონჩიჩი ერთად - კაირი დალასში მიდის

„ბრუკლინ ნეტსის“ 30 წლის ვარსკვლავი, კაირი ირვინგი კარიერას „დალას მავერიკსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი ამერიკელი ჟურნალისტი და საკალათბურთო აგენტი ავრცელებს.

წინასწარი, თუმცა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ბრუკლინი კალათბურთელის სანაცვლოდ სპენსერ დინვიდის, დორიან ფინი-სიმტსა და მომავალ პიკზე არჩევანს მიიღებს. უფრო დეტალურად, „ნეტსის“ განკარგულებაში 2027 წლის პიკზე მეორე რაუნდის არჩევანი და ასევე, 2029 წლის პიკზე პირველი რაუნდის ერთი და მეორე რაუნდის ორი არჩევანი იქნება.

კაირი ირვინგმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი კი საშუალოდ 27.1 ქულა, 5.1 მოხსნა და 5.3 ასისტია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის ისტორიული შეხვედრა - 38 წლის ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გააკეთა
ლებრონის ისტორიული შეხვედრა - 38 წლის ჯეიმსმა სამმაგი დუბლი გააკეთა