ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარას სარეკორდო კვოტა“ - ხვიჩა მესის, ნეიმარის და გნაბრის გვერდით

სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“ „სპეციას“ ესტუმრა და მარტივად 3:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად გაიტანა და მოგვიანებით ვიქტორ ოსიმენს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

ქართველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მატჩის შემდეგ, იტალიურმა ilnapolista-მ Opta-ზე დაყრდნობით ხვიჩას შესახებ დაწერა:

„რეკორდსმენი ნეაპოლი ყველა გაგებით. „სპეციასთან“ დღევანდელი მატჩით და გატანილი პენალტით ხვიჩა კვარაცხელია მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან პირად სტატისტიკას აგროვებს.

როგორც Opta იუწყება, ნაპოლის ქართველი ფორვარდი ევროპის იმ 5 მოთამაშეს შორისაა, რომლებიც გატანილი გოლებისა და საგოლე პასების რაოდენობითაც ორმაგ მაჩვენებელს (10+) აფიქსირებს. კვარას ნაპოლის რიგებში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 11 საგოლე გადაცემა აქვს. ამ შედეგით ის მესის, ნეიმარის, კოლო მუანის და გნაბრის კამპანიაში იმყოფება“.

- წერს იტალიური გამოცემა Opta-ზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ამ სიაში ყველაზე ახალგაზრდაა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილში 56 ქულით პირველია და მეორეზე მყოფ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს გამართული და ამაღამ „დერბი დელა მდონინაში“ „როსონერის“ დაუპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა
„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა