გიორგი ცუცქირიძე, ბორჯღალოსნები, ლუკა მატკავა, ოთარ ლაშხი, ლაშა მალაღურაძე, აკაკი ტაბუცაძე, თორნიკე ჯალაღონია, კონსტანტინე მიქაუტაძე, მიხეილ ალანია
Aa
Aa

ბორჯღალოსნების სრული დომინირება - საქართველომ გერმანია 75:12 გაანადგურა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2023 წლის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავჭალის სტადიონზე გერმანია დიდი ანგარიშით, 75:12 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მატკავა დასახელდა, რომელმაც 1 ლელო დადო და 10-დან 9 გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

აკაკი ტაბუცაძემ და გიორგი ცუცქირიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულეს, თითოეულის ანგარიშზე 3 ლელოა.

ლაშა მალაღურაძემ „ბორჯღალოსნებში“ მე-100 მატჩი ჩაატარა.

მე-5 წუთზე ოთარ ლაშხმა ლელო დადო, გარდასახვა ლუკა მატკავამ გამოიყენა, „ბორჯღალოსნები“ დაწინაურდნენ - 7:0. აღსანიშნავია, რომ ლაშხმა თავი ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩში გამოიჩინა.

მე-10 წუთზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ლელო დადო, ამჯერად თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა, გარდასახვა კვლავ ლუკა მატკავამ შეასრულა, მისი დარტყმა ზუსტი იყო - 14:0.

24-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ მეორე ლელო დადო, გარდასახვა მატკავამ ამჯერადაც ზუსტად შეასრულა - 21:0.

31-ე წუთზე ტაბუჩაძემ მესამე ლელო დადო, ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მატკავას მე-4 ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 28:0.

34-ე წუთზე შერკინების მოთამაშემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ ანგარიში გაზარდა, მისი ლელოსა და მატკავას მე-5 გარდასახვის შემდეგ ანგარიში 35:0 გახდა.

პირველი ტაიმის მე-2 დამატებულ წუთზე შერკინების შემკვრელმა თორნიკე ჯალაღონიამ ლელო დადო, მატკავამ მე-6 გარდასახვა გამოიყენა და პირველი ტაიმი 42:0 დასრულდა.

პირველი ტაიმის მიმოხილვა

50-ე წუთზე ფელიქს ლამერსმა ლელო დადო, თუმცა გერმანელებმა გარდასახვა ვერ გამოიყენეს. 54-ე წუთზე გიორგი ცუცქირიძემ პირველი ლელო დადო, მატკავამ რიგით მე-7 გარდასახვა ზუსტად დაარტყა, ანგარიში 49:5 გახდა.

59-ე წუთზე მიხეილ ალანიამ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ამჯერადაც ანგარიშში ასახა - 56:5.

61-ე წუთზე გერმანელებმა მეორე ლელო დადეს, ლელოს ავტორმა სტელამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 65-ე წუთზე ლუკა მატკავამ ლელოთი გამოიჩინა თავი, გარდასახვაც მან შეასრულა - 63:12.

70-ე წუთზე ცუცქირიძემ დუბლი შეასრულა, მეორე ლელო დადო, ამჯერად მატკავამ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 68:12.

მატჩის მიწურულს ცუცქირიძემ მესამე ლელო დადო, ჰეთ-თრიკი შეასრულა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 75:12 გაიმარჯვა.

მეორე ტაიმის მიმოხილვა

 

„ბორჯღალოსნები“ შემდეგ შეხვედრას სტუმრად ნიდერლანდებთან გამართავენ (11 თებერვალი).

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები