მოჰამედ სალაჰი, პოლ მერსონი, დარვინ ნუნესი
Aa
Aa

„ნუნესს კარში დარტყმა და გატანა არ შეუძლია, სალაჰი კი მილიონი მილის დაშორებითაა“

„არსენალის“ ყოფილმა მოთამაშემ და ამჟამად სპორტულმა მიმომხილველმა პოლ მერსონმა Sky Sports-ის ეთერში დარვინ ნუნესის შესახებ ისაუბრა და ურუგვაელი ფორვარდი გააკრიტიკა.

„ნუნესი ბურთს ყველაზე მეტად ეხება, მაგრამ კარში ზუსტად დარტყმას და გატანას ვერ ახერხებს. სალაჰი ამ ყველაფრიდან დაახლოებით მილიონი მილის დაშორებითაა. საუბარია ფეხბურთელებზე, რომლებიც გასულ სეზონში სტაბილურად თამაშობდნენ 10-ბალიანი სისტემიდან 8 და 9 ქულით, ახლა კი 5 ან 6 ქულით არიან.

არ ვიცი როგორ უნდა მიიღო შედეგი ლიგაში, როცა ამდენ ქულას კარგავ. ლივერპულის აღარ ეშინიათ? ასი პროცენტით ასეა.

ვულვზთან მატჩის დასასრული უბრალოდ ამაზრზენი იყო. ვიცი რომ მატჩი 3:0 დასრულდა, მაგრამ ვულვზმა ბურთი გააკონტროლა და 50-60 პასი გააკეთა. მთელი ბრბო ყვიროდა - „WOW”! და ლივერპულის ვერც ერთი მოთამაშე მათ ვერ მიუახლოვდა.

ასეთ შემთხვევებში, ვინმემ შეიძლება ნათლად აგვიხსნას: შოკში ვიყავი. 50-60 პასი? ეს არ შეიძლება მოხდეს ლივერპულთან“,

- ამბობს მერსონი.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს