ზურიკო დავითაშვილი, ვილი სანიოლი, ალენ ჟირესი
Aa
Aa

„სანიოლს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს“ - ჟირესმა ქართველებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 70 წლის ალენ ჟირესმა France Blue Gironde-სთან ინტერვიუში ზურიკო დავითაშვილზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა. 

ალენ ჟირესი:„ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ კარგად შეეწყო, გუნდში კარგად ინტეგრირდა. სწორედ ახლა, საქართველოს რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს. მათ შორისაა „ნაპოლის“ მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია. ვილი სანიოლი ძალიან კარგია, მასთან ვისაუბრე ამ თემაზე, მას ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, კარგი ფეხბურთელები. საქართველოს ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები არიან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყოველთვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ლათინური ფეხბურთის მოთამაშეებს ჰგავდნენ“.

ჟირესი, რომელიც ამჟამად კოსოვოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია, 1970-86 წლებში „ბორდოში“ თამაშობდა. საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო (1983-84, 1984-85), ერთხელ კი - ქვეყნის თასი (1985-86)

ალენ ჟირესი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2004-05 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ 10 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში ალბანეთი დაამარცხა (2:0), ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვას სძლია (1:0). ასევე აღსანიშნავია, 2006 წლის მუნდიალის შესარჩევში თურქეთთან სტუმრად ფრედ დასრულებული შეხვედრა (1:1).

ფრანგი სპეციალისტის სტატისტიკა საქართველოს ეროვნულ გუნდში: 2 მოგება, 3 ფრე, 5 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ოქრიაშვილი მცირე ტრავმას მკურნალობს
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია - ოქრიაშვილი მცირე ტრავმას მკურნალობს