მძიმე ტრავმას გადაურჩა - ქვილითაია მალე დაბრუნდება
აპოელ-ის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია მძიმე ტრავმას გადაურჩა, „აპოლონთან“ მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მინდორი საკაცით დატოვა. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არაა, მოედანს დაახლოებით 4-5 დღეში დაუბრუნდება. აპოელ-ი შემდეგ შეხვედრას 11 თებერვალს „ენეოსისთან“ სტუმრად გამართავს. სავარაუდოდ, ამ მატჩში ქვილითაია ითამაშებს.
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში აპოელ-მა შინ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „აპოლონი“ 3:1 დაამარცხა. გიორგიმ სასტარტოში ითამაშა, 49-ე წუთზე პენალტი შეაგდო, თუმცა 56-ე წუთზე მინდორი დაზიანების გამო დატოვა.
29 წლის ქართველმა ფორვარდმა კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 3 გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული 18 შეხვედრიდან 12 მატჩში გუნდის კაპიტანი იყო.
14-გუნდიან ჩემპიონატში აპოელ-ი 49 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლარნაკას აეკ-ს 4 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, აპოელ-ში ქვილითაიასთან ერთად ბუბა დაუშვილი და ლაშა დვალი ასპარეზობენ, თუმცა მათ რეგულარულად სასტარტოში თამაში არ უწევთ.