რევაზ დავითაძე
Aa
Aa

„დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი“ - დავითაძეს ოპერაცია ჩაუტარდა

24 წლის ქართველ ძალოსან რევაზ დავითაძეს, რომელიც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანია, მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. სპორტსმენმა Facebook-ში პოსტი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ 4 თვეს გამოტოვებს.

რევაზ დავითაძე: „საღამო მშვიდობისა მეგობრებო. გასულ წელს, მსოფლიო ჩემპიონატამდე რამოდენიმე კვირით ადრე მუხლი დავიზიანე. მიუხედავად ტკივილებისა, ვაგრძელებდი ვარჯიშს, რათა მეასპარეზა და მებრძოლა კვლავ ფიცარნაგზე, ტკივილმა შემდგომ ისე იმატა, რომ თავს ვერანაირად ვიტვირთავდი და ქირურგიული ჩარევა მომიწია.

ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ჩემი პირველი ოპერაცია იყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა(მცირედი წანაზარდი და ხრტილის მოტეხილობა). 4 თვეს ვიუქმებ. სამწუხაროდ, ამ ევროპის ჩემპიონატზე ვერ დავიცავ ჩემი ქვეყნის ღირსებას, რეაბილიტაციას მაქსიმალურად კარგად და ზედმიწევნით გავივლი, რათა კვლავ ვიბრძოლო ჩვენი ქყვეყნის სახელით. დავბრუნდები იმაზე ძლიერი, ვიდრე ვიყავი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები