ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე, მაგდებურგი
Aa
Aa

ზივზივაძე მაგდებურგთან არ ითამაშებს - მხოლოდ ორი ვარჯიში მოასწრო

CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ მაგდებურგში არ გაყვა. ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიშის ჩატარება მოასწრო. ამ ეტაპზე სასურველ ფორმაში არაა და უპირატესობა ვარჯიშს მიანიჭა. ხვალ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ივარჯიშებს, რომლებიც დისკვალიფიკაციის გამო „მაგდებურგთან“ მატჩს გამოტოვებენ.

გერმანულ კლუბში გადასვლის შემდეგ ფეხბურთელი ფორმალური საკითხის მოსაგვარებლად უნგრეთში გაემგზავრა და გერმანიაში დაბრუნდა. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე გუნდთან ერთად მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა.

სავარაუდოდ, „მაგდებურგთან“ გასვლით შეხვედრაში ბუდუ მინდორზე მცირე დროს გაატარება, რაც ფორმაში არმყოფი ფეხბურთელისთვის მისაღები ვარიანტი არ იყო. 10 თებერვალს, „კარლსრუე“ შინ „ფიურტს“ შეხვდება და ამ თამაშს გაცილებით მომზადებული, გაუმჯობესებული კონდიციით შეხვდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ახალ გუნდში თავს კარგ გრძნობს, „კარლსრუეში“ შესანიშნავი ატმოსფერო დახვდა. ასევე, გიორგი ჩაკვეტაძის ორი ყოფილი თანაგუნდელი ამჟამად „კარლსუეში“ თამაშობს. დანიელი მიკელ კაუფმანი და განელი შტეფან კოფი ამბროზიუსი 2021-22 წლების სეზონის მეორე ნახევარში „ჩაკვესთან“ ერთად „ჰამბურგში“ ასპარეზობდნენ.

„მაგდებურგთან“ მატჩამდე „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ზივზივაძეზე ისაუბრა. პრესკონფერენციისას ზუსტად არ იცოდა, ითამაშებდა თუ არა „მაგდებურგთან“ გუნდის ქართველი ახალწვეული

„დღეს, სავარჯიშო მოედანზე პირველად შევხვდები, რაც დაახლოებით 2 საათში მოხდება და არ მაქვს ზუსტი პასუხი, ითამაშებს თუ არა. გასულ კვირას, ჩვენი ბოლო მეტოქის სათასო შეხვედრაში, ნახეთ ფეხბურთელი, რომელთან კონტრაქტის გაფორმებიდან 24 საათიც არ იყო გასული და მან პირველივე შეხებით გოლი გაიტანა.

შევხედავთ როგორ მდგომარეობაში იქნება და დიდი შანსია, მაგდებურგისკენ მიმავალ მატარებელში აღმოჩნდეს. მან უნდა გაიგოს, ჩვენი გუნდი როგორ მუშაობს და უარს არ ვიტყოდი, იგივე მოხდეს, რაც ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შემთხვევაში. დიდი დრო არ გასულა, რაც ჩვენთან ერთადაა და ახლა ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია“.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუეს“ 18 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზე იმყოფება. ბუდუს გუნდის მომდევნო მეტოქე, „მაგდებურგი“ ბუნდესლიგა 2-ის ბოლო ადგილზეა, თუმცა „კარლსრუეს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და ზივზივაძესა და კომპანიას მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით. „მაგდებურგისა“ და „კარლსრუეს“ შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება.

შეგახსენებთ, Sky Sport-ის ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსუეში“ ტრანსფერზე დაწერა. მისი ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ზივზივაძის სანაცვლოდ „მოლ ფეჰერვარს“ 200 000 ევრო გადაუხადა, ფეხბურთელი გამოისყიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პლატენბერგი აღნიშნავს, რომ ზივზივაძე საინტერესო ფორვარდია.

შეგახსენებთ, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“
კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“