ანჩელოტი: “ბენზემას და მილიტაოს ტრავმები სერიოზული არ არის“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „რეალი“ „მალიორკას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი ბენზემას და მილიტაოს ტრავმებსაც შეეხო.
ანჩელოტი:
„“მალიორკასთან“ მატჩის შემდეგ, ჩვენი გონება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გადაერთვება. თებერვალი საკმაოდ დატვირთული იქნება და ამისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. მინდა გითხრათ, რომ ახლა ფიზიკური მომზადების მწვრთნელის და გუნდის ექიმის მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი.
ვალვერდე თავს უკეთესად გრძნობს. მისი მოვალეობა გოლის გატანა არ არის და არ მინდა ვინმე ამას მისგან ყოველ მატჩში ელოდებოდეს. ფედე „რეალს“ უდიდეს ენერგიას აძლევს. ნორმალურია, რომ ბენზემასნაირი ლეგენდები „რეალში“ დიდი ხნით რჩებიან.
დანი სებალიოსი ბრწყინვალე ფორმაშია. ის შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს და მისით კმაყოფილი ვარ. მოდრიჩს და კროსს დასვენება შეუძლიათ, მაგრამ არ ისვენებენ. ისინი მომდევნო მატჩზე ფიქრობენ. „მალიორკა“ დაცვაში კარგად გამოიყურება და კონტრ-შეტევებზე სახიფათოდ თამაშობს. ჩვენი მთავარი მიზანი 3 ქულაა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამგზავრება კარგი განწყობით გვსურს.
დავიდ ალაბა გამოჯანმრთელდა და ხელმისაწვდომია. მილიტაო და ბენზემა გამოკვლევებს იტარებენ. მათი დაზიანება სერიოზული არ ჩანს, მაგრამ „მალიორკასთან“ თამაში გამორიცხულია. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისინი აუცილებლად გაემგზავრებიან.“
შეგახსენებთ, რომ „მალირკასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 5 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.