რაფაელ ვარანი
Aa
Aa

“ფეხბურთელი ვარანი ადამიან ვარანს ახრჩობს“

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ რაფაელ ვარანმა 29 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფრანგმა უკანახაზელმა ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა.

ვარანი:

„ფიზიკურად და მენტალურად ყველაფერი გავეცი. მაღალ დონეზე თამაში სარეცხის მანქანას ჰგავს. ყოველთვის თამაშობ და არასდროს ჩერდები. საკლუბო ფეხბურთში გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და უწყვეტად ვთამაშობთ. ვფიქრობ ახლა ფეხბურთელი ვარანი ადამიან ვარანს ახრჩობს.“

ცნობისთვის, 29 წლის ფეხბურთელს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდის განმავლობაში 93 შეხვედრა ჩაატარა. ყველა ტურნირზე ერთად "იუნაიტედის" მცველმა 5 გოლის გატანა მოახერხა. იწერებოდა, რომ იგი „მამლების“ კაპიტანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ რაფამ „სამფეროვნების“ რიგების დატოვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი მატჩის წინ: კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ
სპალეტი მატჩის წინ: კონკურენტები ახლოს არ უნდა მოვუშვათ