ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა, ანდრეა კარნევალე, ბრუნო ჯორდანო
Aa
Aa

კარნევალე: „ახლა ნაპოლი უფრო ძლიერია ვიდრე მარადონას დროს“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეა კარნევალემ, რომელიც 80-იან წლებში დიეგო მარადონასთან ერთად თამაშობდა, Corriere dello Sport-თან ლუჩანო სპალეტის ფორმაციის „ნაპოლიზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამინდელი „პარტენოპეი“ მარადონას პერიოდის გუნდზე ძლიერია.

ანდრეა კარნევალე „ნაპოლიში“ 1986-90 წლებში თამაშობდა. მან მარადონასთან ერთად სერია ა (1986-87, 1989-90), იტალიის თასი (1986-87) და UEFA-ს თასი (1988-89) მოიგო.

ანდრეა კარნევალე: „დიახ, სპალეტის ფორმაციის „ნაპოლი“ ნამდვილად უკეთესი გუნდია. ამას არ ვამბობ, მხოლოდ სარეკორდო ციფრების გამო. „ნაპოლი“ მოედანზე ყოველთვის გადის დიდებული შეუპოვრობითა და თავდაჯერებით. თითქმის ყოველთვის ართმევენ თავს იმას, რაც მათ სურთ. თუ შემადგენლობას გადავხედავთ, გავიაზრებთ, რომ უმაღლესი დონის გუნდია.

ჩემპიონთა ლიგა? ამ გუნდს არავისი ეშინია, ზღვარი და ლიმიტი არ აქვს. „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში შეუძლია.

მარადონა, ჯორდანო და კარეკა ნამდვილად რაღაც განსაკუთრებულნი იყვნენ. შეგვიძლია, კვარაცხელია ჯორდანოს შევადაროთ, ზელინსკი ძოლას, კიმი რენიკას, რაჰმანი ფერარას, ანგისა დე ნაპოლის ან ბანის, დი ლორენცო რაღაცით კარადინის ჰგავს, ლობოტკა რომანოსა და ფუსის შორისაა“.

კარნევალეს მიერ ხსენებული ბრუნო ჯორდანო „ნაპოლიში“ 1985-88 წლებში თამაშობდა, 1986-87 წლებში სერია ა და იტალიის თასი მოიგო, ამპლუით ფორვარდი იყო, რომის „ლაციოს“ რიგებში 1978-79 წლების სეზონის სერია ა-ს ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე