გაცვლა მოითხოვა - კაირის ბრუკლინში დარჩენა აღარ უნდა
„ბრუკლინ ნეთსის“ გამთამაშებელმა, კაირი ირვინგმა საკალათბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელებში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ მას ადგილსამყოფლის გამოცვლა სურს.
ცნობილი ჟურნალისტის, ადრიან ვოინაროვსკის ცნობით, კაირიმ „ნეთსის“ ხელმძღვანელობას საკუთარი სურვილის შესახებ უკვე შეატყობინა. ირვინგს სურს, „ბრუკლინმა“ იგი ტრეიდებისთვის გამოყოფილი ვადის დასრულებამდე გაცვალოს, რომელიც 8 თებერვალია.
Breaking: Kyrie Irving has told the Nets that he wants to be traded ahead of Thursday's trade deadline, a source told @wojespn. pic.twitter.com/ba5b0lqmI4
— ESPN (@espn) February 3, 2023
ირვინგს ბევრი მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანი „ლეიკერსია“. ლოს ანჯელესელები რასელ უესტბრუკის გაშვებას აპირებენ და გუნდებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებენ. თუ „ლეიკერსმა“ „ბროდის“ გაშვება მოახერხა, მთელ ყურადღებას კაირიზე გადაიტანს.
შეგახსენებთ, რომ კაირი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და „ბრუკლინის“ მაისურით მონაწილეობა 40 შეხვედრაში მიიღო. იგი საშუალოდ 27.1 ქულას, 5.1 მოხსნა, 5.3 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას აგროვებს.