ხელოვნური ინტელექტის რჩეულები - მამარდაშვილი საუკეთესო ახალგაზრდებს შორისაა
ლა ლიგის პირველი წრე დასრულდა და Olocip-ის ხელოვნურმა ინტელექტმა საწყისი 19 ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მათ შორის საქართველოს წარმომადგენელსაც ვხედავთ და ხელოვნური ინტელექტის თერთმეტეულში გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
„ვალენსიას“ მეკარე 23-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელეს და მის გარდა, ერიკ გარსია, ალეხანდრო ბალდე, ვივიანი, არნაუ მარტინესი, ანდრე ალმეიდა, პედრი, ალექს ბაენა, ვინისიუსი, სერხიო კამელიო და გაბრი ვეიგა გამოარჩიეს.
Olocip-ის ხელოვნური ინტელექტის სტატისტიკით, პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ფედე ვალვერდე გახდა, რომელმაც 8.22 ქულა დააგროვა. მეორე პოზიციაზე რობერტ ლევანდოვსკი იმყოფება - 7.88. მათ გარდა კი შემდეგი ფეხბურთელები გამოარჩიეს: ტერ შტეგენი, გაია, პაუ ტორესი, რაილიო, პედრი, ბრაის მენდესი, დემბელე, ასპასი, ვინისიუსი.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. „ღამურები“ მე-18 ადგილზე მყოფ „კადისს“ 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს, „ხირონასთან“ ელით.