ენცო ფერნანდესი
Aa
Aa

კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ - ენცოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკიდურესად დაიძაბა

ლონდონის „ჩელსიმ“ მიზანს მიაღწია და „ბენფიკადან“ ენცო ფერნანდესი გაიფორმა. „არისტოკრატები“ „არწივებთან“ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდნენ და მათი დაყოლიება ძლივს მოახერხეს. ახლახან, ამ საკითხს Record-ი გამოეხმაურა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

პორტუგალიური გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებებისას ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. ერთ მომენტში მხარეებს ცოტაა დააკლდათ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოსვლოდათ. „არწივებს“ უნდოდათ, „ლურჯებს“ გარიგებაში მატეო კოვაჩიჩი ჩაერთოთ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

საინტერესოა, რომ Record-ის მიხედვით, ფერნანდესს „სტემფორდ ბრიჯზე“ გადასვლა უნდოდა და საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო, ვიდეო გამოექვეყნებინა, რომელშიც „ბენფიკას“ ხელმძღვანელობას მიწასთან გაასწორებდა. „ჩელსი“ ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ენცოს სანაცვლოდ 121 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც ბონუსებით გათვალისწინებული გარკვეული თანხა დაემატება. „ლურჯები“ გამოსასყიდს 6 ნაწილად დაფარავენ, თუმცა პირველ ჯერზე, „ბენფიკას“ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე
ხვიჩა პრემიერ ლიგაში? - Daily Express და ბენ იაკობსი შესაძლო ტრანსფერზე