კონტრაქტი გაწყვიტა - 34 წლის იოზილი კარიერას ასრულებს
თურქი ჟურნალისტის, იაკუპ ჩინარის ინფორმაციით, 34 წლის მესუთ იოზილმა „ბაშაქშეჰირთან“ კონტრატქი გაწყვიტა.
ÖZEL | Mesut Özil'in sözleşmesi fesh ediliyor! Futbolu bırakma kararı aldı.
— Yakup Çınar (@yakupcinar) February 3, 2023
„არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში, 2 თებერვალს, „კაისერის“ წინააღმდეგ სასტარტოში ითამაშა, 46-ე წუთზე შეცვალეს. 3 თებერვალს, დილით, იოზილი ვარჯიშზე არ გამოცხადებულა და თანაგუნდელებს უთხრა, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
გელზენკირხენში დაბადებულმა იოზილმა „შალკეში“ (2006-08), „ვერდერში“ (2008-10), მადრიდის „რეალსა“ (2010-13) და „არსენალში“ (2013-21) ითამაშა. ჩრდილოლონდონურ კლუბში ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და „არსენალის“ დატოვება გადაწყვიტა. 2021-22 წლების სეზონში „ფენერში“ ითამაშა, „ბაშაქშეჰირში“ კი მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.
მესუთ იოზილი გერმანიის ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მადრიდის „რეალთან“ ერთად ლა ლიგა მოიგო, ესპანეთის თასი და სუპერ თასი მოიგო.