ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

„საქართველომ გამაცოცხლა, ფიგურული ციგურაობიდან წასვლა მინდოდა“ - გუბანოვა

ანასტასია გუბანოვამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. გუბანოვას თქმით, მის ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა ფიგურული ციგურაობისთვის თავის დანებება უნდოდა, მაგრამ საქართველოში გადასვლამ აზრი შეაცვლევინა.

„როგორ გავუმკლავდი და არ დავასრულე კარიერა, როცა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის საშუალება არ მეძლეოდა? მორალური გადმოსახედიდან, ეს ძალიან რთული იყო და ფიგურული ციგურაობიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ ყველაფრისთვის ჯვრის დასმა ძნელი აღმოჩნდა და თან, სრიალის გაგრძელება მსურდა. ამის შემდეგ, სასწაული მოხდა და საქართველომ გამაცოცხლა.

რა შეიცვალა, როცა საქართველოში მიმიწვიეს? უდიდესი მოტივაცია მომეცა, ციგურაობის სურვილი გამეზარდა, ვარჯიშებს სხვანაირად მივუდექი და მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა. მივხვდი, რომ ჩემ წინ არსებული დავალებების მისაღწევად, მეტი მუშაობა იყო საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ გუბანოვამ წარმატებას ფინეთის ქალაქ ესპოოში მიაღწია. ანასტასიამ მოკლე პროგრამაში 69.81 ქულა დააგროვა, თავისუფალ პროგრამაში მსაჯებმა 130.10 დაუწერეს და საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 199.91 ქულა გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონისაა“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაზე
„გვაჩვენა, რომ მსოფლიო დონისაა“ - რას წერენ ესპანურ პრესაში მამარდაზე