არსენალმა დაადასტურა: მარტინელის ახალი კონტრაქტი მეთოფეებთან
ბრაზილიელმა გაბრიელ მარტინელიმ ლონდონის „არსენალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, 21 წლის მარცხენა გარემარბი „მეთოფეებში“ 2027 წლის ივნისამდე ითამაშებს. 2027 წლის ზაფხულში მხარეებს ხელშეკრულების ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობა აქვთ.
Gabi signs on ❤️ pic.twitter.com/mgMIzdt68O
— Arsenal (@Arsenal) February 3, 2023
ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე სამხრეთამერიკელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, ახლა კი პრემიერ ლიგის მოქმედი ლიდერის რიგებში მინიმუმ 2027 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
გაბრიელ მარტინელი „არსენალში“ მეოთხე სეზონს ატარებს, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 111 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 25 გოლი და 16 საგოლე პასია.
მარტინელი „არსენალს“ 2019 წელს შეუერთდა. მის სანაცვლოდ ბრაზილიურმა „იტუანომ“ 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო.