ჟირონდელთა საუკეთესო მოთამაშე - დავითაშვილის აღიარება საფრანგეთში
WebGirondins-მა „ბორდო“ - „ლე ავრის“ მატჩში ჟირონდელთა საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც ზურიკო დავითაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ზურიკომ ხმათა 47 პროცენტი მიიღო და მეორე ადგილზე გასულ ნდიმბას (14 პროცენტი) მნიშვნელოვნად გაუსწრო.
Foot-national-მა მორიგი გამოკითხვა ჩაატარა, მწვრთნელებს მეტოქე გუნდის მხრიდან მათი აზრით საუკეთესო ფეხბურთელი უნდა დაესახელებინათ, „ლე ავრის“ სლოვენიელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუკას ელსნერმა „ბორდოს“ მხრიდან დავითაშვილი გამოარჩია.
ლიგა 2-ის 21-ე ტურის აღნიშნული შეხვედრა „ბორდომ“ 1:2 დათმო. დავითაშვილმა სასტარტოში ითამაშა, 76-ე წუთზე შეცვალეს. მან შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა, ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც გამოკითხვაშიც აისახა.
დავითაშვილის საუკეთესო მომენტები ლე ავრთან
22-ე ტურში „ბორდო“ „პაუს“ ესტუმრება, შეხვედრა 3 თებერვალს გაიმართება.