ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

კარლსრუეში პირველ ვარჯიშს ჩაატარებს - ზივზივაძემ ფორმალური მხარე მოაგვარა

CrystalSport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს. გუშინ ფეხბურთელი ფორმალური საკითხის მოსაგვარებლად უნგრეთში გაემგზავრა და გერმანიაში დაბრუნდა. მას მეორე ბუნდესლიგის შემდეგ ტურში თამაშის უფლება აქვს.

ბუნდესლიგის მე-19 ტურში ბოლოადგილოსანი „მაგდებურგი“ „კარლსრუეს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 5 თებერვალს გაიმართება. „კარლსრუეში“ სურთ, რომ ბუდუმ „მაგდებურგთან“ ითამაშოს, თუმცა შესაძლოა, მისი დებიუტი მე-10 ტურში, 10 თებერვალს „ფიურტთან“ შედგეს. ეს შეხვედრა „კარლსრუეს“ საშინაო არენაზე გაიმართება.

შეგახსენებთ, Sky Sport-ის ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა ბუდუ ზივზივაძის „კარლსუეში“ ტრანსფერზე დაწერა. მისი ინფორმაციით, გერმანულმა კლუბმა ზივზივაძის სანაცვლოდ „მოლ ფეჰერვარს“ 200 000 ევრო გადაუხადა, ფეხბურთელი გამოისყიდა და გრძელვადიანი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. პლატენბერგი აღნიშნავს, რომ ზივზივაძე საინტერესო ფორვარდია.

შეგახსენებთ, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერია, რომელიც 2007-09 წლებში იაშვილის თანაგუნდელი იყო. გერმანული BNN-ის ინფორმაციით, ზივზივაძის ვარიანტი გერმანულ კლუბს იაშვილმა შესთავაზა, რაც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმატების საიდუმლო მაღალი დონის სათამაშო ხარისხია“ - ნოველინო ნაპოლიზე
„წარმატების საიდუმლო მაღალი დონის სათამაშო ხარისხია“ - ნოველინო ნაპოლიზე