ზურაბ ტყემალაძე, ალექსანდრე ბაკში, ალექსანდრე მეტრეველი
Aa
Aa

დევისის თასი: საქართველო ბოლივიას დამაჯერებლად ამარცხებს

დევისის თასის მსოფლიო II ჯგუფის ფლეი-ოფში საქართველომ ბოლივია 2:0 დაამარცხა. პირველ შეხვედრაში ალექსანდრე ბაკშიმ ხუან კარლოს პადო ანხელოს 7:6, 6:1 სძლია. პირველ სეტში ბაკშიმ ტაი ბრეიკი 7:1 მოიგო და შემდეგ უპირატესობა ადვილად შეინარჩუნა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ზურაბ ტყემალაძემ რაულ გარსია ორ სეტში 6:2, 6:1 დაამარცხა.

საქართველო-ბოლივიის დაპირისპირება წყვილების დაპირისპირებით განახლდება, ალექსანდრე ბაკშისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილი აუგუსტინ კუელიარ ლორბერგსა და სანტიაგო ნავაროს დაუპირისპირდებიან. თუ ქართველები ამ შეხვედრასაც მოიგებენ, მე-4 შეხვედრა ფორმალობა იქნება.

შეგახსენებთ, დევისის თასზე საქართველოს ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერ ეხმარება. ამავდროულად, ბოლივია გუნდის ლიდერების, უგო დელიენისა (131) და მურკელ დელიენის (309) გარეშე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები