კაკა
Aa
Aa

„თუ თვლის, რომ სერია ა ტრამპლინია, უნდა წავიდეს“ - კაკამ ლეაოზე ისაუბრა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაკამ იტალიურ „გაძეტასთან“ ინტერვიუში „მილანის“ 23 წლის პორტუგალიელ ფეხბურთელზე რაფაელ ლეაოზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ლეაო „მილანს“ ტრამპლინად განიხილავს, მაშინ გუნდი უნდა დატოვოს, თუმცა თავად კაკას მიაჩნია, რომ ფეხბურთელისთვის კლუბში დარჩენა უმჯობესია.

კაკა: „ლეაო მომწონს, შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ ფიქრობს, რომ სერია ა მისთვის ტრამპლინია, მას კლუბის შეცვლა სჭირდება, ახლა ამისთვის სწორი მომენტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისთვის დარჩენა უკეთესია. უპირველესად, სერია ა-ს ტრამპლინად არ განვიხილავ. ასევე, ზოგჯერ აღმოჩნდება ხოლმე, რომ „მილანის“ დატოვება კარგი იდეა არაა. ვფიქრობ, ლეაომ ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს. „მილანი“ მას ბევრს აძლევს.

კატარში გალიანის შევხვდი. მან მითხრა, რომ ფეხბურთელებისთვის ფინანსური კუთხით სერია ა აღარაა საინტერესო. ამის გაგება ჩემთვის რთულია.

სერია ა ფორვარდებისთვის საოცრად რთულ ჩემპიონატად რჩება. მას მეორე ეშელონის ჩემპიონატად არ განვიხილავ, თუმცა არსებობს სხვა ეკონომიკური შესაძლებლობები“.

შეგახსენებთ, „მილანსა“ და რაფაელ ლეაოს შორის მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მხარეებს შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენცო ფერნანდესი: ვეცდებით ჩელსი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ
ენცო ფერნანდესი: ვეცდებით ჩელსი ახალ საფეხურზე ავიყვანოთ