გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილის კარგმა თამაშმა ვალენსიას რეალთან ვერ უშველა

ლა ლიგის მე-19 ტურში მადრიდის „რეალმა“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ტრადიციულად სასტარტოში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც პირველ ტაიმში თავისი გუნდი გაშვებულ გოლს მე-3 წუთიდანვე გადაარჩინა, როცა ერთი-ერთზე გასულ ასენსიოს აუღო.

პირველ ტაიმში მამარდამ ვინისიუსის დარტყმაც მოიგერია, რომელიც მისთვის განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენდა.


ტაიმის მიწურულს რუდიგერის კუთხურიდან გატანილი გოლი ვიდეო რეფერიმ გააუქმა, რადგან ჩაწოდებისას ბენზემა წესებს არღვევდა.

მეორე ტაიმიდან „რეალმა“ ტემპს მოუმატა და ორწუთიან ინტერვალში 52-ე და 54-ე წუთებზე მადრიდელებმა მამარდაშვილის კარი ორჯერ აიღეს. ჯერ ასენსიომ გაისროლა ჩვეულ სტილში და მამარდამ უბრალოდ თვალი გააყოლა, შემდეგ ქარიშხალივით დაძრულმა ვინისიუსმა ცენტრიდან კარამდე იფრინა და ქართველ მეკარეს შანსი არც ამჯერად ჰქონია - 2:0.

შემდეგ იყო გაბრიელ პაულისტას არასპორტული თამაში ვინისიუსის წინააღმდეგ და წითელი ბარათი, რამაც მატჩს წერტილი დაუსვა.

73-ე წუთზე ფედე ვალვერდემ გაისროლა და მამარდაშვილს საქმეში ჩართვა კიდევ ერთხელ დასჭირდა. გიო ამჯერადაც დამაჯერებელი იყო.

90-ე წუთზე მამარდაშვილს მორიგი „სეივის“ შესრულება მოუხდა. ქართველმა ამჯერად როდრიგოს დარტყმული საჯარიმო მოიგერია და შეხვედრაში ეს ბოლო რეალური საგოლე მომენტი იყო.

მეორე ტაიმის მომენტები

ამრიგად, „რეალმა“ მოიგო და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა კვლავ 5 ქულაა. „ვალენსია“ კი 20 ქულით მე-14 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს
1 სქემაში დამალული 3 გეგმა - თოფი, რომელიც ყველა კედელს ანგრევს