სნაიპერი ბრუნდება - გოგოლაძე 4 მარტს იჩხუბებს
MMA-ის ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე ოქტაგონზე ბრუნდება. „სნაიპერის“ ორთაბრძოლას 4 მარტს ვიხილავთ და იგი 1-მილიონიან ტურნირზე იასპარეზებს, რომელზეც მისი მეტოქე ლუის გლისმანი იქნება.
გოგოლაძე ჩხუბს ორგანიზაცია OKTAGON MMA-ის ეგიდით გამართავს და შანსი ექნება, სოლიდური თანხა გამოიმუშაოს. 1-მილიონიანი ტურნირის გამარჯვებული 300 000 ევროს დაისაკუთრებს, ფინალში წაგებული 130 000-ს მიიღებს, ხოლო ნახევარფინალისტებს 80 000 ევრო ერგებათ.
???? That's it guys! I'll fight on March 4th and I just can't wait to come back like never before! ????????
— Amiran Gogoladze (@TheSniperAG) February 2, 2023
Don't blink, you might miss something in just seconds! ???? See you in Ostrava @OktagonOfficial ! ???????? ????
I will win for the people who want to see me fail! ???? pic.twitter.com/MsFIcOIO3p
გოგოლაძემ ბოლოს Dana White's Contender Series-ში იჩხუბა და დარიუს ფლაუერსს დაუპირისპირდა. „სნაიპერს“ ძალიან არ გაუმართლა, ორთაბრძოლის მიმდინარეობისას მხარი ამოიგდო და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ამირანს კარიერაში 15-ჯერ უჩხუბია და მის ანგარიშზე 12 მოგებაა.
„სნაიპერის“ მეტოქეს რაც შეეხება, გლისმანი 33 წლის მებრძოლია და კარიერაში 11 ბრძოლა გაუმართავს. სხვადასხვა დროს, მას Ares FC-ის, Brave CF-ისა და Cage Warriors-ის ეგიდით უჩხუბია და მის ანგარიშზე 9 მოგებაა. გლისმანმა 6-ჯერ მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით იმარჯვა, 2-ჯერ ნოკაუტით მოიგო, ერთხელ კი - მსაჯების გადაწყვეტილებით.