მეისონ გრინვუდი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედმა დუმილი დაარღვია - რას უპირებენ გრინვუდს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ მეისონ გრინვუდის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დუმილი დაარღვია. „წითელმა ეშმაკებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ დაწერეს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა შეიტყო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მეისონ გრინვუდის ბრალდებებთან დაკავშირებით, სამეფო პროკურატურამ მიიღო. კლუბი თავის პროცესს დაიწყებს და სამომავლო ნაბიჯებს მისი დასრულების შემდეგ გადადგამს. პროცესის დასრულებამდე, ამ საქმეზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებთ“.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ არ აპირებენ, გრინვუდი მატჩებზე ან ვარჯიშებზე დაუშვან მანამ, სანამ შიდა გამოძიება არ დასრულდება. ფეხბურთელს ამის შესახებ უკვე შეატყობინეს და გრინვუდი მოვლენების განვითარებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ინგლისელი შემტევი გასული წლის იანვარში დააკავეს და მას გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, თუმცა ბრალდებები მოუხსნეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირა: „კონორი მხოლოდ იმათ ეჩხუბება, ვისაც იცის, რომ დაამარცხებს“
ოლივეირა: „კონორი მხოლოდ იმათ ეჩხუბება, ვისაც იცის, რომ დაამარცხებს“