ჩარლზ ოლივეირა, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

ოლივეირა: „კონორი მხოლოდ იმათ ეჩხუბება, ვისაც იცის, რომ დაამარცხებს“

UFC-ის მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ კონორ მაკგრეგორზე ისაუბრა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ირლანდიელს მშიშარა უწოდა და განაცხადა, რომ მაკგრეგორი მხოლოდ იმათთან ჩხუბობს, ვისაც იცის, რომ დაამარცხებს.

„აქ სულელი არავინაა და ყველას მშვენივრად მოეხსენება, რომ ამ ორთაბრძოლით დაინტერესებულნი ვართ, რადგან დიდ ფულს მოგვიტანს. მაკგრეგორი ბევრჯერ გამოვიწვიე, მაგრამ მან არც ერთხელ მიპასუხა. კონორს მაშინ ვეჩხუბები, როცა ამას მოისურვებს, მაგრამ ჩემი მხრიდან გამოწვევას ადგილი აღარ ექნება.

მაკგრეგორი მშიშარაა და ეს დიდი ხანია ასეა. როგორც რაფაელ დოს ანიოსი ამბობს, ის მეტოქეებს თავად ირჩევს. კონორი შეხედავს მებრძოლს და თუ ჩათვლის, რომ მისი დამარცხება შეუძლია, კონტრაქტს ხელს მოაწერს. იგი მართალია, რომ არ მეჩხუბება, რადგან კარგად იცის, რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ ოლივეირას კარიერაში 43 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 33 მოგებაა. ბოლოს იგი ისლამ მახაჩევთან დამარცხდა, რომელთანაც სატიტულო ბრძოლას მართავდა. მაკგრეგორს რაც შეეხება, კონორის ბოლო მეტოქე დასტინ პორიე იყო და ამ უკანასკნელმა ტექნიკური ნოკაუტით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოულოდნელი გადაწყვეტილება - მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს
მოულოდნელი გადაწყვეტილება - მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს