მეისონ გრინვუდი
Aa
Aa

მოულოდნელი გადაწყვეტილება - მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს. ინგლისელი შემტევი გასული წლის იანვარში დააკავეს და მას გაუპატიურების მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

„ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ ასეთი საქმეების განხილვა არასდროს შევწყვიტოთ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი მოწმეების უკან დახევისა და სააშკარაოზე ახალი მასალების გამოჩენის გამო, გასამართლების პერსპექტივა რეალური არ ჩანდა. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ვალდებულებაა, საქმე შევაჩეროთ. გადაწყვეტილება ორივე მხარის წარმომადგენლებს ავუხსენით“, - განაცხადეს ბრიტანელმა სამართალდამცველებმა.

შეგახსენებთ, რომ გრინვუდი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, ჰარიეტ რობსონმა ძალადობის ამსახველი ფოტომასალა და აუდიოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გაავრცელა. აღნიშნულ ინფორმაციას საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბრიტანული პოლიცია ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა.

Sun-ის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ გრინვუდის გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კლუბი მოვლენების განვითარებას აკვირდება და საკუთარ პოზიციას უახლოეს პერიოდში დააფიქსირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნთან თამაში საეჭვოა - მბაპეს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება
ბაიერნთან თამაში საეჭვოა - მბაპეს დამატებითი გამოკვლევა ჩაუტარდება