ემანუელ ადებაიორი
Aa
Aa

ადებაიორი: „რუსეთი მსოფლიო ფეხბურთში უნდა დააბრუნონ“

„არსენალის“, „ტოტენჰემისა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ ადებაიორმა უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, რუსული კლუბები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს. ადებაიორი Чемпионат-ს ელაპარაკა და განაცხადა, რომ რუსები მსოფლიო ფეხბურთში უნდა დაბრუნდნენ.

„რუსული ფეხბურთი მსოფლიო სპორტში ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაბრუნდება. საუბარი მაქვს ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატია. ეს მოხდება, რადგან რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პლანეტაზე ყველაზე დიდი ქვეყანაა და მის ტერიტორიაზე ბევრი ადამიანი ცხოვრობს. რუსეთი მსოფლიო ფეხბურთში უნდა დაბრუნდეს!“

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებები და რუსული კლუბები საფეხბურთო ტურნირებიდან 28 თებერვალს მოკვეთეს. ფიფამ და უეფამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინასთან დაწყებული ომის გამო მიიღეს. ცოტა ხნის წინ, დაიწერა, რომ შეიძლებოდა, რუსეთი დაებრუნებინათ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია არ გამართლდა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე