რაფაელ ვარანი
Aa
Aa

„დრო მოვიდა, ჩემი ადგილი სხვას დავუთმო“ - ვარანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, რაფაელ ვარანმა საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. 29 წლის უკანახაზელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„10 წლის განმავლობაში, ჩვენი დიადი ქვეყნის ღირსების დაცვა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო. ყოველ ჯერზე, როცა ამ განსაკუთრებულ მაისურს ვირგებდი, უდიდეს სიამაყეს ვგრძნობდი. ამ საკითხზე რამდენიმე თვის განმავლობაში ვფიქრობდი და გადავწყვიტე, რომ დროა, სანაკრებო კარიერა დავასრულო. არასდროს დამავიწყდება, მსოფლიო ჩემპიონატი როგორ მოვიგე და დღემდე განვიცდი იმ ემოციებს, რომლებიც მაშინ დამეუფლა. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიადესი და დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ეს გამარჯვება, რომელიც ერთობლივად მოვიპოვეთ, დიდიე დეშამის, სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრისა და ჩემი თანაგუნდელების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ეს წარმატება გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე არ მოხდებოდა. შარშან, ფინალში განცდილი მარცხის შემდეგაც კი, თქვენ ნამდვილი გმირებივით მიგვიღეთ და თითოეულ თქვენგანს მადლობას 1000-ჯერ გეუბნებით. ეს მომენტები ძალიან მომენატრება, მაგრამ მოვიდა დრო, ჩემი ადგილი ახალი თაობის წარმომადგენლებმა დაიკავონ. ნიჭიერი ბიჭები გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ და ისინი შანსს ნამდვილად იმსახურებენ“.

ცნობისთვის, ვარანს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 93 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 5 გოლია. იწერებოდა, რომ იგი „მამლების“ კაპიტანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ რაფამ „სამფეროვნების“ რიგების დატოვება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე
„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე