თორნიკე რიჟვაძე, მენი პაკიაო
Aa
Aa

თორნიკე რიჟვაძე ლეგენდარულ მენი პაკიაოს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფილიპინების რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ მენი პაკიაოს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით.

ფილიპინელი პოლიტიკოსი მენი პაკიაო ყველა დროის საუკეთესო მოკრივედაა მიჩნეული. შეგახსენებთ, რომ მენი პაკიაოს ანგარიშზე 72 ბრძოლაა. ფილიპინელმა მოკრივემ 62-ჯერ იმარჯვა (39-ჯერ ნოკაუტით) 8-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა.

კრივის ისტორიაში იგი ერთადერთი მოკრივეა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი 8 სხვადასხვა წონით დივიზიონში მოიგო.

ლეგენდარულმა მოკრივემ სპორტული კარიერა 2021 წლის 29 სექტემბერს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიური: ბრიტანეთში ამჟამად 3 მოკრივეა, რომლებთანაც ვიჩხუბებდი
ფიური: ბრიტანეთში ამჟამად 3 მოკრივეა, რომლებთანაც ვიჩხუბებდი