ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

ანდრეი შევჩენკო: „არ დაუშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე“

უკრაინის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ანდრეი შევჩენკომ სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და სპორტულ ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე არ დაუშვან.

რას წერს შევჩენკო:

სპორტში პოლიტიკა არ არის, მაგრამ ეს ომი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკა.

მაღალი დონის სპორტული შეჯიბრებები, როგორიცაა ოლიმპიადა, იძლევა შესაძლებლობას, რომ მთელ მსოფლიოს გარკვეული მესიჯები გაუზიაროთ.

თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დროშით, თუ დროშის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე შევლენ, ეს ასახავს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით - „ომი დასრულდა, შეგიძლიათ ყველაფერი აპატიოთ და დაივიწყოთ ყველაფერი.

მაგრამ ომი არ დასრულებულა. ომი ყოველდღიურად ანგრევს ჩვენს ქალაქებს, ანგრევს ჩვენი შვილების ბავშვობას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას.

მსოფლიოს ეს უნდა ახსოვდეს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას და დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას.

მოვუწოდებ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინაში ომის დასრულებამდე და ასევე, მკაცრად დაგმონ რუსეთის აგრესია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესია თითქმის ერთი წლის წინ, 2022 წლის 25 თებერვალს დაიწყო და საომარ მოქმედებებს ამ დრომდე აგრძელებს. ომის დაწყების შემდეგ, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები თითქმის ყველა მსხვილმა სპორტულმა ორგანიზაციამ ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მოკვეთა და მათ გაურკვეველი ვადით დისკვალიფიკაცია მისცა.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ზოგიერთ შეჯიბრებებზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ინფორმაციები და ანდრეი შევჩენკოს განცხადებაც სწორედ ამას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო როსელი: “ციხეში შესვლისას პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს“
სანდრო როსელი: “ციხეში შესვლისას პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს“