გიორგი წიტაიშვილი, კიევის დინამო, პოზნანის ლეხი
Aa
Aa

„არ მინდა კიდევ ერთხელ შევცდე“ - წიტაიშვილი დინამოში დაბრუნებაზე

საქართველოს ნაკრებისა და პოზნანის „ლეხის“ ფეხბურთელმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც კიევის „დინამოს“ საკუთრებაა, უკრაინულ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

ქართველი შემტევი UK Football-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ კიდევ ერთი შეცდომის დაშვება არ სურს.

რას ამბობს წიტაიშვილი:

მაქვს თუ არა კიევის „დინამოში“ დაბრუნების სურვილი? ჯერ რთული სათქმელია. ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ახლა, მთლიანად ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ ორიენტირებული. მალე, ეროვნულ ნაკრებში საპასუხისმგებლო პერიოდიც მიწევს. დავბრუნდები თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, მით უმეტეს, უცნობია, როგორი იქნება 6 თვის შემდეგ უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

ომის გამო უკრაინაში დაბრუნების შიში არ მაქვს. ჩემი „დინამოში“ დაბრუნების გარემოებები და შესაძლებლობები მხოლოდ სპორტულ მომენტებს უკავშირდება. ადრე სამჯერ მინდოდა კლუბიდან წასვლა, მაგრამ სამივეჯერ დავრჩი, მწვრთნელები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი იმედი ჰქონდათ. სამივე შემთხვევაში შევცდი, რადგან გუნდში მეორეხარისხოვანი ვიყავი. ახლა მეოთხე შეცდომის დაშვება აღარ მინდა. ფეხბურთის თამაში მჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფეხბურთელი ამ დრომდე კიევის „დინამოს“ საკუთრებაშია და იჯარის წესით, პოზნანის „ლეხში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თამაშობს. პოლონური გუნდის შემადგენლობაში წიტაიშვილმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გიორგი წიტაიშვილი 2021 წლიდან საქართველოს ნაკრების ღირსებასაც იცავს და ვილი სანიოლის ეროვნული გუნდის მაისური 13 შეხვედრაში მოირგო, თავი კი 1 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიეზა: კვარამ და ოსიმ უდიდესი ჰარმონია იპოვეს
კიეზა: კვარამ და ოსიმ უდიდესი ჰარმონია იპოვეს