ადვოკატი: “ლეაოს მილანში დარჩენა უნდა“
ბოლო დღეებში რაფაელ ლეაოს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. La Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება შეჩერდა.
ამის შემდეგ, „მილანმა“ ოფიციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნული წყაროს ინფორმაციას სიცრუე უწოდა. დღეს კი პორტუგალიელი გარემარბის ადვოკატმა სიჩუმე დაარღვია და განაცხადა, რომ ლეაოს „როსონერიში“ დარჩენა სურს.
ადვოკატი:
„ლეაოს შესახებ იტალიურ პრესაში ბევრი სიცრუე ვრცელდება. ამას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა გაფუჭება! ამჟამად ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ორივე მხარეს აწყობს. რაფაელის პრიორიტეტი არ შეცვლილა. მას „მილანში“ დარჩენა და განვითარება სურს. ლეაოს ეს ადგილი ძალიან უყვარს.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ტალანტით „მანჩესტერ სიტი“ და ლონდონის „ჩელსი“ ინტერესდებოდნენ, თუმცა ლეაომ ორივე კლუბს უარი უთხრა.