ბარსელონა, სანდრო როსელი
Aa
Aa

სანდრო როსელი: “ციხეში შესვლისას პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს“

როგორც მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ნეიმარის ტრანსფერში განხორციელებული ფინანსური მაქინაციების გამო დააპატიმრეს. როსელმა ციხეში 645 დღე გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, კი ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.

როსელი:

„სიკვდილით რამდენჯერმე დამემუქრნენ. ერთხელ კატალონიაში, ერთხელ კი მადრიდში. საბედნიეროდ, ჩემმა გარემოცვამ დამიცვა. ერთმა დამნაშავემ მითხრა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უნდა გამეკეთებინა მისთვის, რასაც მთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომკლავდა.

მუქარა ციხეშიც გაგრძელდა. სხვა პატიმრები მემუქრებოდნენ, მაგრამ იქაურ გავლენიან ადამიანთან დავმეგობრდი, რომელსაც „ბარსელონა“ ძალიან უყვარდა და დამიცვა. ერთხელ თქვა, რომ ჩემთვის თავი უნდა დაენებებინათ და ასეც მოხდა. ციხეში ყოფნის დროს ბევრ არასასიამოვნო ინციდენტს შევესწარი. ვნახე, თუ როგორ ურტყამდნენ დანებს ერთმანეთს. ჩემს თვალწინ სისხლის გუბეები იდგა.

ციხეში ყოფნისას ოჯახის წევრების ნახვა თვეში ორჯერ შემეძლო. იქ თამბაქოთი ვაჭრობა ყველაზე შემოსავლიანი საქმეა. ემოციური გავხდი. არ მახსოვს დაპატიმრებამდე ბოლოს როდის ვიტირე, მაგრამ ციხეში ხშირად ვტიროდი. ვიცლებოდი და შემდეგ თავს უკეთესად ვგრძნობდი.

ციხეში შესვლისას პრეზერვატივი და ვაზელინი მომცეს. იცით ეს რატომ გააკეთეს? იქ ხშირად არის ჰომოსექსუალური ურთიერთობა. საბედნიეროდ, ამასთან პრობლემა არ შემქმნია. პროკურატურამ 6 ბრალდება წამიყვანა, საიდანაც 5 გამართლდა. მეექვსე იცით რა არის? ადამიანების ორგანოებით ვაჭრობა. იმედი მაქვს ამას სერიოზულად არავინ მიიღებს.“

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტრანსფერის დეტალები - ბაიერნი კანსელუს იჯარაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის
ტრანსფერის დეტალები - ბაიერნი კანსელუს იჯარაში ერთ თეთრსაც არ გადაიხდის