საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი, გაზიანტეპი
Aa
Aa

ლობჟანიძის მორიგი საგოლე პასი - ჰატაისპორი გაზიანტეპთან დამარცხდა

თურქეთის სუპერ ლიგის მორიგ ტურში „ჰატაისპორი“ „გაზიანტეპს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ სტუმართა გუნდში საბა ლობჟანიძე მოგვევლინა ძირითად შემადგენლობაში.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში უპირატესობას „ჰატაისპორი“ ფლობდა. ეს კი იმაში გამოვლინდა, რომ 27-ე წუთზე ელ კააბიმ ანგარიში გახსნაა. სასიხარულოა, რომ საგოლე გადაცემა ლობჟანიძემ შეასრულა.

სამწუხაროდ, გატანილი გოლის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი ჩამოიშალა. ჯერ 38-ე წუთზე იევტოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში „გაზიანტეპმა“ მიყოლებით 3 გოლი გაიტანა და როგორც უკვე მოგახსენეთ 4:1 მოიგო.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ჰატაისპორს“ 20 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზე, გასავარდნ ზონაში იმყოფება. შემდეგ ტურში საბა და მისი თანაგუნდელები „ქასიმფაშას“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტონიო კარეკა: „კვარა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ჰგავს“
ანტონიო კარეკა: „კვარა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ჰგავს“