ბერნარდუ სილვა, ილქაი გიუნდოგანი, ჯუდ ბელინგემი, ჯეიმს მედისონი
Aa
Aa

2 ახალი ნახევარმცველი - სიტი სილვასა და გიუნდოგანს უშვებს

„მანჩესტერ სიტი“ მომავალი სეზონისთვის ნახევარდაცვის ხაზის ფორმირებას გეგმავს.

Daly Mail-ის ცნობით, „ქალაქელები“ გიუნდოგანისა და ბერნარდუ სილვას გაშვებას გეგმავენ და მათ ნაცვლად „ლესტერიდან“ მედისონის, ხოლო „დორტმუნდიდან“ ბელინგემის შეძენას უმიზნებენ.

წყარო წერს, რომ გუარდიოლას გუნდში უფრო მეტად გოლის გამტანი ნახევარმცველების ხილვა სურს. პეპი სათამაშო სტილის ფორმირებას ცდილობს, რაც სავარაუდო სატრანსფერო სამიზნეებიდანაც კარგად ჩანს.

როგორც უკვე დაიწერა, გიუნდოგანსა და სილვას (ასევე კანსელუ და უოკერი) გუარდიოლასთან უთანხმოება მოუვიდათ და ბრიტანული პრესა გუნდიდან მათ წასვლაზე ერთი კვირაა საუბრობს და კანსელუმ გუნდი უკვე დატოვა კიდეც.

როგორც ჩანს, პეპი მომდევნო სეზონისთვის ძირეულ ცვლილებებს მართლაც გეგმავს და ამას ნახევარდაცვიდან იწყებს.

„ლესტერმა“ მედისონის სანაცვლოდ „ნიუკასლისგან“ მიღებული შეთავაზება ცოტა ხნის წინ დაბლოკა. „მელიები“ ნახევარმცველს 60 მილიონ ფუნტად აფასებენ.

მედისონს მომდევნო სეზონიდან ტოპ კლუბში თამაში სურს და სავარაუდოდ, კლუბს ტრანსფერზე დაყენებას მოსთხოვს.

რაც შეეხება ბელინგემს, მისთვის ბრძოლაში „რეალი“ და „ლივერპული“ არიან ჩაბმულები და „სიტის“ ამ ფრონტზე დიდი წინააღმდეგობა ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: „ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა“
კასანო: „ნაპოლის ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს და ეს ხვიჩა არაა“