რომა, ნიკოლო ძანიოლო
Aa
Aa

ადვოკატი აიყვანეს - ძანიოლოს ოჯახი რომას უჩივის

მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნიკოლო ძანიოლოს „რომას“ დატოვება სურდა, მაგრამ გუნდმა არ გაუშვა. ამის გამო, ახალგაზრდა იტალიელმა ვარჯიში შეწყვიტა. ამ ფაქტზე კი კლუბს ნეგატიური რეაქცია ჰქონდა და გუნდიდან მოკვეთა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნიკოლოს ოჯახი „რომას“ სასამართლოში უჩივლებს. „ჯალოროსის“ ფეხბურთელის გარემოცვის მტკიცებით, კლუბი არაპროფესიონალურად იქცევა და ამის გამო ძანიოლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდის.

ცნობილი გახდა, რომ 23 წლის შემტევის ოჯახმა ადვოკატი დაიქირავა და მალე სარჩელს შეიტანენ. მათი პრიორიტეტი საქმის მშვიდობიან გარემოში წარმართვაა. წყაროს ცნობით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მხოლოდ ერთ-ერთი იმ ბრალდებების ნაწილია, რომელსაც ძანიოლოს ოჯახი აპროტესტებს. არის სხვა ბრალდებები, რომლებზეც ჯერ არავინ საუბრობს.

თავის მხრივ, რომაული კლუბის ხელმძღვანელობამ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების ყველა მასალა შეაგროვა და თავდაცვისთვის მზად არის. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში ნოკოლომ სიკვდილის შემცველი მუქარის წერილები მიიღო. მეტიც, სახლის მიმავალ გზაზე მას დაუდგენელი პირები გაეკიდნენ. ამის გამო მას საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია.

საბოლოო ჯამში, სიტუაცია მეტად კრიტიკულია. ადვილი დღეები არც ძანიოლოს ელის და არც „რომას.“ შეგახსენებთ, რომ იტალიელი შემტევით „ბორნმუთი“ ინტერესდებოდა, მაგრამ „ჯალოროსიმ“ თავისი ფეხბურთელი არ გაუშვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტონიო კარეკა: „კვარა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ჰგავს“
ანტონიო კარეკა: „კვარა სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებს ჰგავს“